ჩვენ ვქმნით უმაღლესი ხარისხის გასაფერადებლებს ბავშვებისთვის. ჩვენ ვართ ბავშვთა ფსიქოლოგები, და ვაცნობიერებთ ამგვარი აქტივობების მნიშვნელობას ბავშვთა ფიზიკური და კოგნიტური განვითარებისთვის.
დააჭირე „ყიდვა“ და მოგვწერე Messenger-ზე, რომელი წიგნი გინდა. გამოგიგზავნით საბანკო ანგარიშის ნომერს, შენ გადმორიცხავ თანხას და დადასტურების შემდეგ PDF ფაილის ჩამოტვირთვის ბმულს მესენჯერში ან ელ.ფოსტაზე მიიღებ. ფაილი შენთან რჩება, ამიტომ მისი გახსნა და ამობეჭდვა შეგიძლია ნებისმიერ დროს, ტელეფონიდანაც და კომპიუტერიდანაც.
რამდენჯერ შემიძლია წიგნის ამობეჭდვა?
რამდენჯერაც გინდა. ყიდვის შემდეგ PDF ფაილი შენია და მისი ამობეჭდვა შეგიძლია სახლში ან შენს კლასში, ჩვეულებრივ A4 ფურცელზე. ფერადი პრინტერი საჭირო არ არის, ნახატები შავ-თეთრ პრინტერზეც კარგად იბეჭდება. თუ ბავშვს რომელიმე გვერდი განსაკუთრებით მოეწონა, უბრალოდ ხელახლა ამობეჭდე და თავიდან გააფერადოს.
როგორ შემიძლია გადახდა?
ამჟამად გადახდა ხდება ბანკის გადმორიცხვით. მოგვწერე Messenger-ზე, გვითხარი რომელი წიგნი გინდა და გამოგიგზავნით ანგარიშის ნომერს და ზუსტ თანხას. თანხის ჩარიცხვის დადასტურების შემდეგ PDF ფაილს მესენჯერში ან ელ.ფოსტაზე მიიღებ. ბარათით ონლაინ გადახდა მალე დაემატება, მანამდე კი ეს ყველაზე მარტივი გზაა.
ფაილი არ მომივიდა, რა გავაკეთო?
თუ ფაილს ელ.ფოსტაზე ელოდები, ჯერ შეამოწმე სპამის საქაღალდე, წერილი ზოგჯერ იქ ხვდება. თუ იქაც არ არის, გამოიყენე ჩამოტვირთვის აღდგენა ან პირდაპირ მოგვწერე Messenger-ზე. გვითხარი, რომელი წიგნი იყიდე, და ფაილს ხელახლა გამოგიგზავნით მესენჯერში ან ელ.ფოსტაზე. ახალი ყიდვა საჭირო არ არის, ერთხელ ნაყიდი წიგნი ყოველთვის შენია.